ინტელის ტრენინგის რეფლექსია

მიხეილ  ჯავახიშვილის  სახელობის  ქალაქ  თბილისის  124  საჯარო  სკოლის  ისტორიის  მასწავლებლი  მაია  ლაზაშვილი 
პროფესიული  განვითარების  განხორციელებული  გეგმის  რეფლექსია

პროფესიული განვითარებისთვის,  კრიტიკული  თვალით  შევაფასე-რა  ჩემი  მუშაობა,  მივხვდი,  რომ  უკეთესად   უნდა  შემესწავლა ინფორმაციულ  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიები  ეფექტური  სასწავლო  პროცესის  განსახორციელებლად.  სწორედ  ამ  მიზნის  მისაღწევად  გავიარე  ინტელის  ტრენინგი.   

სწავლა-სწავლების  ხარისხის  გაუმჯობესებისათვის ვითვალისწინებ მასწავლებლის პროფესიულ  სტანდარტს:

.) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლის პროცესში ყველა მოსწავლის (მათი ინდივი- დუალური თავისებურებების გათვალისწინებით) მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა (ჯგუფურ მუშაობებში და პროექტებში მონაწილეობა, სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება და სხვ.).

ნაწილი 1 - ტრენინგის დასახელება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული36 საათიანი ტრენინგ კურსი ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  ინტეგრირება.
ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები
ტრენინგის მიზანი:ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში, ასევე გამოვიყენებ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსს რომელიც სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ნაწილი 3 - ტრენინგის მიმდინარეობა. განხორციელებული აქტივობები:
  • .   .სახელმძღვანელოს გაცნობა  www.tpdc.ge/essentials;
  •      ტრენიგის მიზნები და ამოცანები;
  •      გავეცანით  პირველ მოდულს;
  •      გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს;
  •      დავიწყეთ პროექტზე მუშაობა;
     

  • ინფორმაციის გამოქვეყნება
  • ბლოგის სათაური
  • ბლოგის დიზაინი
  • ინფორმაციის განლაგება ბლოგზე 
  • ბუკლეტის დამზადება, ტექსტის ჩასმა და სურათის შეცვლა
  • ბლოგზე ახალი გვერდის შექმნა
  • შეფასების რუბრიკების განხილვა
  • Microsoft PowerPoint-ში მუშაობა
  • ბლოგში დავამატეთ გამოკითხვის სქემა
  • სურათის განთავსება და მასზე ვებ-გვერდის მიბმა
  • google drive- ში მუშაობა
  • ტესტების  შექმნა მუშაობა და გაზიარება
  • ტესტზე ლინკის მიბმა 
  • გაზეთის შექმნა
  • წინარე ცოდნის შეფასების ტესტის შედგენა- გამოქვეყნება
  • ახალი გვერდის შექმნა ბლოგზე
  • google drive-ში დოკუმენტების ატვირთვა
  • power point-ში დიაგრამების აგება


ნაწილი 4 -  ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება

პროექტებით სწავლებამ დამაფიქრა  პროექტის როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ამავე დროს იმაზე თუ როგორ შეიძლება განვავითარო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარები. როგორი უნდა იყოს მოქნილი, კრეატიული გაკვეთლი, როგორ გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. ვფიქრობ ასევე იმასაც რომ გავუზიარო შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებს. 

No comments:

Post a Comment